სანდრო ტონალიმ „ნიუკასლში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
სანდრო ტონალიმ „ნიუკასლში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

იტალიელმა ნახევარმცველმა, სანდრო ტონალიმ „მილანიდან“ „ნიუკასლში“ გადასვლაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდის ნდობას გაამართლებს.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო „ნიუკასლ იუნაიტედს“, რადგან ამ გუნდში განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები მექნება. მსურს, ნდობა მოედანზე გავამართლო და ამისთვის ყველაფერი გავიღებ. ბედნიერი ვიქნები „სენტ-ჯეიმს პარკზე“ თამაშით. მოუთმენლად ველოდები, როდის შევიგრძნობ ამ სტადიონის ატმოსფეროს, რომელსაც გულშემატკივრები ქმნიან“, – ციტირებს იტალელი ფეხბურთელის სიტყვებს „ნიუკასლის“ ოფიციალური ვებგვერდი.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში სანდრო ტონალიმ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.