კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

15:16, 06.08.2024

თბილისის მერი კახა კალაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ მილანში გაემგზავრა.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი