სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT
სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მალე დაასრულებს გარიგებას სანდრო ტონალის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ნახევარმცველმა მიიღო ინგლისური კლუბისგან შეთავაზება და დათანხმა მას. იტალიელი მზად არის პრემიერლიგაში გადასასვლელად.

ვარაუდობენ, რომ „მილანი“ ტონალის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებას აპირებს.

ამჟამად მილანში იმყოფება „ნიუკასლის“ სპორტული დირექტორი დენ ეშუორტი და ცდილობს „მილანთან“ შეთანხმებას. ინგლისელებს სურთ, ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.