იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ნიუკასლის“ ნახევარმცველს, სანდრო ტონალის არალეგალური ფსონების გამო 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
23 წლის ფეხბურთელმა მანამდე აღიარა, რომ იტალიაში თამაშის დროს ფსონებს ხშირად აკეთებდა, მათ შორის საკუთარ კლუბებზეც კი. ტონალიმ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რის გამოც მისი სასჯელი შედარებით მსუბუქია.
იტალიელი მოთამაშე მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა და „ნიუკასლს“ მხოლოდ მომდევნო სეზონის დასაწყისში დაუბრუნდება, ის ასევე გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს, თუ იტალია გავა.
არალეგალური ფსონების განთავსების გამო 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ნიკოლო ფაჯოლი.