სანდრო რაქვიაშვილმა პრემიერს მიმართა - კიევში რომ ჩასულიყავით, არახამიას დალაპარაკებოდით, გუნდის წევრებს 308 ევროპარლამენტართან გქონოდათ შეხვედრა, ეს ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარებოდა?
სანდრო რაქვიაშვილმა პრემიერს მიმართა - კიევში რომ ჩასულიყავით, არახამიას დალაპარაკებოდით, გუნდის წევრებს 308 ევროპარლამენტართან გქონოდათ შეხვედრა, ეს ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარებოდა?

პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა. სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა.

„ბატონო ირაკლი, 2013 წელს, თუ არ მეშლება, ბატონმა ივანიშვილმა გააკრიტიკა სააკაშვილის მთავრობა და თქვა, რომ ეს მთავრობა ინდექსების უკან მალავს შეცდომებსო, ინდექსები არაფერს ნიშნავსო, მათ შორის „დოინგ ბიზნესზე“ იყო საუბარი, რადგან საკუთრების უფლება არ არის დაცულიო. არ ვიცი, საკუთრების უფლების რა ვთქვა, დღეს ექსპოპრიაციაზე ვლაპარაკობდით პარლამენტში, მაგრამ ის, რომ მთავრობა ინდექსების უკან თავის შეცდომებს მალავს, მგონი, იგივე რეჟიმში ვართ, რადგან ეს ინდექსები, რაც დღეს თქვენ ახსენეთ, არაფერ შუაშია პრობლემასთან, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. არავის უთქვამს, რომ ამ ინდექსებზე დაყრდნობით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. საბოლოო ჯამში, სულ სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი იყო, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესში გაჩენილი შანსი.

კითხვა მაქვს, თქვენ თქვით, რომ ყველაფერი გააკეთეთ ევროინტეგრაციის ნაწილში, თქვენ რომ ჩასულიყავით ყველა პოლიტიკურ დედაქალაქში, შეხვედრა გქონოდათ ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ჩასულიყავით კიევში და არახამია თუ ასე ცუდად იქცევა, იქვე დაელაპარაკებოდით პირისპირ, ბოლოს და ბოლოს თუ მართალი ხართ, ხომ დაარწმუნებდით თქვენს სიმართლეში. თქვენ რომ ეს გაგეკეთებინათ, საგარეო საქმეთა მინისტრს რომ იგივე გაეკეთებინა და ზოგადად, უფრო აქტიურები ყოფილიყავით, თუნდაც იმ 308 ევროპარლამენტართან გქონოდათ შეხვედრა, თქვენ შეიძლება, ვერ შეძლებდით ამდენს, მაგრამ მათ შორის თქვენი გუნდის წევრებს, დაეხმარებოდა ეს ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ამას აზრი არ ჰქონდა?“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი