სანდრო რაქვიაშვილი - თეორიულად, ნიკა მელიას თუ გამოუშვებენ, შეიძლება, პოზიტიური გარემო შეიქმნას და ჩაინიშნოს შემდეგი რაუნდი, მაგრამ ჯერ დარწმუნებული არ ვიქნებოდი
სანდრო რაქვიაშვილი - თეორიულად, ნიკა მელიას თუ გამოუშვებენ, შეიძლება, პოზიტიური გარემო შეიქმნას და ჩაინიშნოს შემდეგი რაუნდი, მაგრამ ჯერ დარწმუნებული არ ვიქნებოდი

არ მაქვს ინფორმაცია, შედგება თუ არა მოლაპარაკებები შემდეგ კვირას, თუმცა ვიცი, დიპლომატიურ ფრონტზე აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს და ყველა იყენებს თავის კონტაქტებს, რომ რამენაირად დიპლომატებმა წნეხი განახორციელოს მეორე მხარეს, მაგრამ არ მგონია, შემდეგ კვირას რაიმე მოხდეს, ამის სიმპტომები არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„გასაგებია, რომ არაფერი განსაკუთრებული ახალი იმ დოკუმენტში არ იქნება და სურვილი მოლაპარაკების არ ჩანს. თეორიულად, თუ მელიას გამოუშვებენ, შეიძლება, პოზიტიური გარემო შეიქმნას და ჩაინიშნოს რაუნდი, მაგრამ ჯერ მე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხი იქნება დოკუმენტში, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ სულ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და არ ვუყურებთ, რას ფიქრობს დანარჩენი ოპოზიცია“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში იქნება მათი გეგმის პრეზენტაცია, დაელაპარაკებიან მათ მხარდამჭერებს და უკვე მათთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მიიღებენ.

„არ მგონია, რომ ეს საკითხი ისე დგას, შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში. ბევრად უფრო საინტერესოა და მთელი მიზანი ამ გეგმის არის ის, რომ ამ დაპირისპირებაში არც ერთი მხარე არ ავირჩიოთ და პარლამენტის დარბაზში ყოფნა თუ კარავში ჯდომა არის პოზიციის არჩევა ორ მხარეს შორის. ჩვენ ამ არჩევანის გაკეთება არ გვინდა, გვინდა სხვა გზა ვიპოვოთ. პრეზენტაცია იქნება შაბათს, ან კვირას“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი