სანდრო რაქვიაშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი შეიძლება იყოს დამატებითი სტიმული მხარეებისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
სანდრო რაქვიაშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი შეიძლება იყოს დამატებითი სტიმული მხარეებისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი შეიძლება იყოს დამატებითი სტიმული მხარეებისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა​ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვიზიტი ბუნებრივია, მნიშვნელოვანია და ცხადია, განპირობებულია იმ კრიზისით, რომელიც გვაქვს და იმ პრობლემებით, რომელიც შეიქმნა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ დიპლომატიური კორპუსი გააქტიურებულია და ცდილობენ შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას. ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი შეიძლება იყოს დამატებითი სტიმული მხარეებისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეტყობინება არ მოგვსვლია. მივწერეთ საელჩოს და ველოდებით დასტურს. ჯერ არ ვიცი, შევხვდებით თუ არა“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.