სანდრო რაქვიაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, თუმცა მასში თუ არ იქნება ჩართული ოპოზიცია, არ მგონია, სანდო იყოს
სანდრო რაქვიაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, თუმცა მასში თუ არ იქნება ჩართული ოპოზიცია, არ მგონია, სანდო იყოს

ამ მემორანდუმის დიდი ნაწილი შემუშავებული იყო ოპოზიციაში, კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი რეალიზდება, თუმცა იქ არის კითხები, პუნქტები, რაზეც სჯობს, უფრო ფართო დისკუსია გაიმართოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა ოპოზიცია ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში.

„პოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ სხვა პირობები უნდა იყოს შესრულებული რომ ეს მოხდეს. თუ შეიქმნება ისეთი პირობები, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში და ერთობლივად დაიწყებს ამ დოკუმენტის ცვლილებებზე მუშაობას, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემდა პასუხს, თუმცა თუ იქ არ იქნება ჩართული ოპოზიცია და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ მგონია, რომ საბოლოო დასკვნები, რამდენად ეფექტიანადაც არ უნდა იმუშაონ, იყოს სანდო. ამიტომ, ორივე საკითხში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კონტექსტი გაუმჯობესდეს და მოხდეს შეთანხება, რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია და მაშინ კომისიასაც გაუჩნდება აზრი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.