სანდრო რაქვიაშვილი - პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს და რომც არ მოგვწონდეს, ტოლერანტულად მოვიქცეთ განსხვავებული აზრის მიმართ
სანდრო რაქვიაშვილი - პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს და რომც არ მოგვწონდეს, ტოლერანტულად მოვიქცეთ განსხვავებული აზრის მიმართ

ყველა ადამიანს აქვს თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, გამართოს მარში, მიტინგი. მგონი, უბრალოდ ცოტა უცნაურია, როცა სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანებს ფიზიკურად ვუპირისპირდებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ საზოგადოებაში. მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანები შესაძლო ძალადობისგან. პირადად, წინააღმდეგი ვიქნები ყველა იმ განცხადების თუ პოზიციის, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს ძალადობის წამახალისებელი ასეთ სიტუციაში. ჩვენ პირიქით, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს და რომც არ მოგვწონდეს, ტოლერანტულად მოვიქცეთ განსხვავებული აზრის მიმართ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოში „თბილისი პრაიდის“ კვირეული ტარდება, რომელიც 5 ივლისს დასრულდება.