სანდრო რაქვიაშვილი - ნამდვილად იყო საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს, რამაც კრიზისი გააღრმავოს, ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით, ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა
სანდრო რაქვიაშვილი - ნამდვილად იყო საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს, რამაც კრიზისი გააღრმავოს, ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით, ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა

ნამდვილად იყო იმაზე საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს და ამან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გამოიწვიოს, ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამას, ვამბობდით, რომ ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, რევოლუციის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

თუმცა, მისივე შეფასებით, აქციების დროს, ხალხში შესაბამისი მუხტი არ იგრძნობოდა.

„ნამდვილად იყო იმაზე საუბარი, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიძლება დაიძაბოს და ამან შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გამოიწვიოს. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამას და ვამბობდით, რომ ამორალურია ასეთი გეგმების დასახვა. თუმცა ეს არ იყო რევოლუცია, ეს უფრო იყო მშიერი ხალხის ბუნტი და პრობლემა იმაშია, რომ არ შეიძლება, აქამდე მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამაზე გვქონდეს გათვლა.

ბუნებრივია, რევოლუციის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ თქვა, პარლამენტში არ შევალთო. თუ მართლა არ შევალთ და მოლაპარაკებები ჩაიშლება, მეტი აღარაფერი გვრჩება, ამიტომ დავინტერესდით, მართლა ვაპირებთ რევოლუციას, თუ – არა. მე სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკოსი რევოლუციონერი არ ვარ, ვხვდები, რომ უნდა იყოს ამის პრაქტიკული წინაპირობები. ჩვენ რომ მიტინგები მოვაწყვეთ, არსად იგრძნობოდა, რომ ეს გაბრაზებული ხალხის მიტინგია და, აი, ახლა ცოტაც, 5 ათასიც და უკვე დავამხობთ მთავრობას, პირიქით, ეს იყო მიტინგი, სადაც ხალხი ჩამოვიდა, დადიოდა ემოციის გარეშე, არანაირი მუხტი არ არსებობს იმისა, რომ რევოლუცია ახლოვდებოდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.