სანდრო რაქვიაშვილი - „ნაცმოძრაობას“ ერთი პრობლემა აქვს, ამაყობენ იმით, რაც უნდა მოინანიონ და ივიწყებენ, რაც საამაყოა, თავიანთი ისტორიის ყველაზე ცუდი ნაწილით ბრუნდებიან პოლიტიკაში სრულფასოვნად
სანდრო რაქვიაშვილი - „ნაცმოძრაობას“ ერთი პრობლემა აქვს, ამაყობენ იმით, რაც უნდა მოინანიონ და ივიწყებენ, რაც საამაყოა, თავიანთი ისტორიის ყველაზე ცუდი ნაწილით ბრუნდებიან პოლიტიკაში სრულფასოვნად

„ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი პრობლემა აქვს, ისინი ამაყობენ იმით, რაც უნდა მოინანიონ და ივიწყებენ იმას, რაც მართლა საამაყოა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ გარედან აკვირდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

„არ ვიცი, ჩვენზე რა გავლენა შეიძლება, ამან იქონიოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ძალიან გვაღელვებდეს მათი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის პარტიები, რომლებიც აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას ან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, მგონი, რთული დილების წინაშე დგანან, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი პრობლემა აქვს, ისინი ამაყობენ იმით, რაც უნდა მოინანიონ და ივიწყებენ იმას, რაც მართლა საამაყოა. საბოლოო ჯამში, თავიანთი ისტორიის ყველაზე ცუდი ნაწილით ბრუნდებიან პოლიტიკაში სრულფასოვნად. არ მგონია, ეს წარმატებული გზა იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მათი არჩევანია, მათი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და მათივე პოლიტიკური პარტნიორების. ჩვენ, საბოლოო ჯამში, გარედან ვაკვირდებით ამას და არ მგონია, რომ შეგვეხოს ეს გადაწყვეტილებები და ეს ვითარება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.