სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებაა, აქცია დაანონსონ, მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა 
სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებაა, აქცია დაანონსონ, მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა 

ოპოზიციონერი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ცოტა უცნაურად გამოიყურება, რადგან როგორც ჩანს, თავადაც არ იცოდნენ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა და ახლა პროცესში გეგმავენ, რა გააკეთონ.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებაა, აქცია დაანონსონ, მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა.

„რატომაც, არა, დაანონსონ აქცია. წინა წლის აქციები იმიტომ არ იყო წარმატებული, რომ არ იყო ემოცია, პრობლემა მხოლოდ რაოდენობა არ იყო. ერთია, ათასობით ადამიანი ჩამოიყვანო, მაგრამ მეორეა, ეს ხალხი მართლა გაბრაზებული იყოს. თბილისში ასი ათასი გაბრაზებული ადამიანი რომ აღმოჩნდეს, შეიძლება, პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს, რადგან ქვეყანაში გაბრაზებულმა სამი ათასმა ადამიანმა ჰესის მშენებლობა გააჩერა. აქციები დემოკრატიისთვის ნორმალური პროცესია, მაგრამ ამას რა შედეგი ექნება, დავინახავთ. ციხეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა დაძაბულობის კერა იქნება. მიმაჩნია, რომ სანამ სასამართლოს არ გავმართავთ, პოლიტიკური საქმეები უნდა იყოს შეჩერებული. მიხეილ სააკაშვილმა კამერების წინ შოკოლადი რომ მოიპაროს, შეიძლება, ამ საქმესაც უამრავი განზომილება ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.