სანდრო რაქვიაშვილი - ყველაფერი კარგად თუ დალაგდა, მოლოდინი მაქვს, რომ უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის წარმომადგენელი
სანდრო რაქვიაშვილი - ყველაფერი კარგად თუ დალაგდა, მოლოდინი მაქვს, რომ უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის წარმომადგენელი

მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად დალაგდა, უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს, არამედ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.

„არ მგონია, უახლოეს დღეებში რამე შეიცვალოს. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად დალაგდა, დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრება. იმედია, ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება, მათ შორის „ქართული ოცნების“ და კითხვები რაც გვაქვს, უკრაინის პარლამენტის წევრებს დავუსვამთ. იმედია, პასუხებს, რასაც ჩამოვიტანთ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ურთიერთობებში არსებული გაუგებრობა რაღაცნაირად დავძლიოთ. უკრაინაში არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს, არამედ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ამ მომენტში უკრაინაზე ახლო მოკავშირე არ გვყავს და დაუშვებელია ჩვენ უკრაინასთან ცუდი ურთიერთობები გვქონდეს.

უკრაინელი ხალხი რუსეთთან ომშია, საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობენ და ამ მომენტისთვის სხვა მიზნები აქვთ. ასეთ დროს იმაზე საუბარი, რომ რაღაც განცხადება არ მოგვეწონა, ეს სიტყვა შეცვალე და ის დააკონკრეტე, უბრალოდ არასერიოზულია, ომი დასრულდება და შემდეგ შეიძლება, გავარჩიოთ. საჭიროა, წყენების დავიწყება და ურთიერთობების აღგენა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.