სანდრო რაქვიაშვილი - მგონი, ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ისედაც პოლიტიკაშია და მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ, ზოგ მათგანს მთავრობაშიც კი მოუნდა
სანდრო რაქვიაშვილი - მგონი, ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ისედაც პოლიტიკაშია და მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ, ზოგ მათგანს მთავრობაშიც კი მოუნდა

მგონი, ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ისედაც პოლიტიკაშია და ფაქტობრივად ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ, ზოგ მათგანს მთავრობაშიც კი მოუნდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკაში თუ ხედავს და თუ ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო სექტორიდან მალე პოლიტიკაში აღმოჩნდეს და ხომ არ იქნება უმჯობესი, პოლიტიკური პარტიის ქვეშ გაერთიანდნენ.

„თუ ისინი ამას ღიად გააკეთებენ და იტყვიან, რომ ახალ პარტიას დააარსებენ და იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების პარტია, ეს გულწრფელი და გასაგები იქნება. თუმცა ჩვენი პოლიტიკური კლასის სიას რომ გადავხედოთ, დიდი ნაწილი პოლიტიკოსების არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიან. ამიტომ ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.