სანდრო რაქვიაშვილი - „ლელოს“ განცხადების პათოსს არ ვეთანხმები, თორემ საუბარი ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩხუბი
სანდრო რაქვიაშვილი - „ლელოს“ განცხადების პათოსს არ ვეთანხმები, თორემ საუბარი ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩხუბი

პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საუბარი ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩხუბი, თუმცა „ლელოს” განცხადების პათოსს არ ეთანხმება,

„დიალოგი კარგია და პარლამენტშიც შეგვიძლია გავმართოთ, მაგრამ ისეთი წარმოდგენაა, რომ ჩვენ რაღაც რევოლუციის წინაშე ვდგავართ, კატაკლიზმები გველოდება და ამიტომ ამ პრობლემისგან თავი უნდა დავიხსნათ, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ ასეთი კრიტიკული სიტუაცია გვაქვს. „ლელოს” განცხადების ამ პათოსს არ ვეთანხმები, თორემ, ისე საუბარი ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩხუბი“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი