სანდრო რაქვიაშვილი - კრიზისიდან გამოსავალი კონფლიქტის დასრულებაა, ყველა მხრივ ვცდილობთ, შევუწყოთ ხელი, თუმცა ვიდრე მხარეები ჩხუბობენ, ჩვენი როლი ნაკლებია
სანდრო რაქვიაშვილი - კრიზისიდან გამოსავალი კონფლიქტის დასრულებაა, ყველა მხრივ ვცდილობთ, შევუწყოთ ხელი, თუმცა ვიდრე მხარეები ჩხუბობენ, ჩვენი როლი ნაკლებია

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ კრიზისიდან გამოსავალი კონფლიქტის დასრულებაა, ყველა მხრივ ვცდილობთ, შევუწყოთ ხელი, თუმცა ვიდრე მხარეები ჩხუბობენ, ჩვენი როლი ნაკლებია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების სურვილი არ იკვეთება.

„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეუძლებელია შეთანხმების გაფორმება, არამედ ის, რომ მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ, შეთანხმების ჩაშლას. ამ მომენტისთვისაც არ იკვეთება სურვილი შეთანხმების. საბედნიეროდ, ერთ-ერთ მხარეს მაინც გაუჩნდა ლექსიკონში კომპრომისი, მაგრამ ზოგადად, ნაბიჯებს რომ გადავხედოთ, რა ნაბიჯებია გადადგმული, არავინ ცდილობს, ეს კომპრომისი მართლა იპოვოს. როგორც კი სურვილი გაჩნდება, მაშინვე მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მხოლოდ პოლიტიკური შერიგება მხარეების და კონფლიქტის დასრულებაა გამოსავალი კრიზისიდან. ყველა მხრივ ვცდილობთ, შევუწყოთ ხელი. თუმცა ვიდრე მხარეები ჩხუბობენ, ჩვენი როლი ნაკლებია“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.