სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება და სრულფასოვანი პარლამენტი გვექნება
სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება და სრულფასოვანი პარლამენტი გვექნება

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა იმედი აქვს, საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდება.

„მოლაპრაკებები რთულად მიმდინარეობს, ყველაფერზე თანხმობა არ არის და ალბათ, არც უნდა იყოს ამ მომენტში. როგორც მე ვიცი, გარკვეულწილად პოზიციები ბუნებრივად ახლოვდება, მაგრამ მათ შორის საჯარო განცხადებებით რომ ვიმსჯელოთ, ცხადია, რომ, მორიგი დაპირისპირებული მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ აპირებენ შერიგებას. ამიტომ არ არსებობს გარანტია, რომ წარმატებით დასრულდება მოლაპარაკება, თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან ერთადერთი გამოსავალი არის, შედგეს შეთანხმება და ჩვენ მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება.

ძალიან დეტალურ და კონკრეტულ პუნქტებზეა იქ საუბარი, ამიტომ დიდწილად ტექნიკური პროცესია, მაგრამ არამგონია, პროცესზე განსაკუთრებული გავლენა იქონიოს. აქ უფრი მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, შემდეგ დანარჩენი პარტიებიც, მაგრამ ნაკლები გავლენა ექნება შედეგზე“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის განმარტებით, დისკუსია მიმდინარეობს იმ პუნქტების ირგვლივ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა ჩამოაყალიბა.

„დანამდვილებით ვიცი და არაერთ პოლიტიკოსს უთქვამს, დისკუსია მიმდინარეობს იმ პუნქტების ირგვლივ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა ჩამოაყალიბა. ასე რომ, ბუნებრივია, ის ზოგადი მონახაზია და ბევრ ინტერპრეტაციას გვაძლევს, მაგრამ ყველა ძირითადი საკითხი განიხილება. რამდენიმე საკითხი, რაც გუშინ არ იყო განხილული, განიხილება დღეს. მე მესმის ჩვენი მეგობრების, მათ შორის, საპარლამენტო რესპუბლიკა პარლამენტის გარეშე არ შეიძლება, არსებობდეს, ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობთ. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება და ჩვენ გვექნება სრულფასოვანი პარლამენტი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.