სანდრო რაქვიაშვილი - „გირჩიდან“ ის ხალხი წავიდა, ვინც არ იყო ჩვენი იდეოლოგიის განსაკუთრებული მხარდამჭერი
სანდრო რაქვიაშვილი - „გირჩიდან“ ის ხალხი წავიდა, ვინც არ იყო ჩვენი იდეოლოგიის განსაკუთრებული მხარდამჭერი

„გირჩიდან“ ის ხალხი წავიდა, ვინც არ იყო ჩვენი იდეოლოგიის განსაკუთრებული მხარდამჭერი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ახალი პარტია „გირჩის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი რაც უფრო მეტი პარტია იარსებებს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

„უნდა დაველოდოთ ახალ „გირჩს“ როგორი პოზიციონირება ექნება, რა იდეოლოგიას აირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის იდეოლოგია ჩემთვის ცნობილია და არ მგონია, რამე შეიცვალოს. ზოგადად, ჩვენი პარტიიდან ის ხალხი წავიდა და გაჰყვა, ვინც პრინციპში არც იყო ჩვენი იდეოლოგიის განსაკუთრებული მხარდამჭერები, სხვა მიზეზების გამო იყვნენ ჩვენს პარტიაში. ამიტომ ვნახოთ, რა გავლენას იქონიებს ეს ხალხი, ვინც ზურას ირგვლივ იქნებიან. არ გამოვრიცხავ, შეიცვალოს ამ მხარდამჭერებიდან გამომდინარე, თუმცა ვიმედოვნებ, ასე არ იქნება. საბოლოო ჯამში, ვიწროპარტიული ინტერესებიდან რომ გამოვიდე და ზევიდან გადავხედოთ სიტუაციას, შეიძლება, ცოტა უფრო უკეთესია, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მეტი პარტია, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ თუ ეს ახალი პროექტი იქნება წარმატებული, მე გამიხარდება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.