სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, მისი პროევროპულობის არ მჯერა
სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, მისი პროევროპულობის არ მჯერა

ზოგადად, გაერთიანებები პოლიტიკაში შესაძლებელია, ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, მაგრამ ჩემთვის უცნობია, რომელი იდეების ირგვლივ გაერთიანდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა, როცა გახდება ცნობილი მათი იდეების შესახებ, საკითხს უფრო დეტალურად შეაფასებს.

ამასთან, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა ოპოზიციის დასუსტებისკენ არის მიმართული, რეკომენდაციების ნაწილსაც კი არ ასრულებს, რის გამოც მისი პროევროპულობის არ სჯერა.

„გიორგი ვაშაძის ბოლოდროინდელი აქტივობა მხოლოდ იმაზეა მიმართული, რომ ოპოზიცია დაასუსტოს და არ ასრულებს იმ რეკომენდაციების ნაწილსაც, რომელიც 12 პუნქტში არის გათვალისწინებული და ოპოზიციას ეხება. ამიტომ მისი პროევროპულობის არ მჯერა, მაგრამ მჯერა, რომ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდეს და თუ ამ პრინციპით აარჩია თავისი კოლეგები თუ პარტნიორები, არ მგონია, რომ ამისგან რამე კარგი გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციური გადმოსახედიდან. ხოლო ზოგადად, გაერთიანებები პოლიტიკაში შესაძლებელია, ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, მაგრამ ჩემთვის უცნობია, რომელი იდეების ირგვლივ გაერთიანდნენ. როცა გავიგებთ, რა იდეები აქვთ და რის ირგვლივ გაერთიანდნენ, შემდეგ უფრო დეტალურად შევაფასოთ ამ გაერთიანების მომავალი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.