სანდრო რაქვიაშვილი - „გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია, კონკრეტულ დეპუტატებს რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ, მიუთითებს, რომ არ გააჩნიათ ელჩის მიმართ ნამდვილი პრეტენზიები
სანდრო რაქვიაშვილი - „გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია, კონკრეტულ დეპუტატებს რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ, მიუთითებს, რომ არ გააჩნიათ ელჩის მიმართ ნამდვილი პრეტენზიები

„გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია და ეს რომ ვთქვათ, ყველა გაიგებს, რაზეა საუბარი, ის, რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ კონკრეტულ დეპუტატებს, იმაზე უფრო მიუთითებს, რომ ნამდვილი პრეტენზიები ამერიკისა და კონკრეტულად, ელჩის მიმართ არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სანდრო რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები, აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან“.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ელჩის განცხადების შინაარსი გასაგებია.

„გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია და ეს რომ ვთქვათ, ყველა გაიგებს, რაზეა საუბარი. სახელმწიფო ორგანოებზე შტურმი შეიძლება, გაუგებარი იყოს. მით უმეტეს, რომ მე საერთოდ მივიჩნევდი, რომ იმ დღეს უნდა შეეშვათ პარლამენტში და პირიქით, სასაცილო აღმოჩნდებოდა ამდენი ქართველი, გაოფლიანებული მამაკაცი რომ შევარდნილიყო პარლამენტის ეზოში, მაგრამ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩვენს თანამედროვე ისტორიაში. ასე რომ, მგონი, საერთოდ პრობლემა არ არის, როგორ აფასებს ამას ელჩი. ხომ გასაგებია, რა თქვა ელჩმა. მისი განცხადების შინაარსი გასაგებია. ის, რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ კონკრეტულ დეპუტატებს, ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ნამდვილი პრეტენზიები ამერიკისა და კონკრეტულად, ელჩის მიმართ მათ არ გააჩნიათ. რადგან თავიდან მათი აქტივობა იმით დაიწყო, ახლა ჩვენ რაღაც სიმართლეს ვიტყვითო, ამდენი ხანი გავიდა და არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო ნათქვამი. დისკუსია კი უკვე გადავიდა ასეთ წვრილმანებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამ თემას საერთოდ ამოწურავს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.