სანდრო რაქვიაშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში
სანდრო რაქვიაშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში

გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„პირველი ამოცანა, რაც გვაქვს, უნდა გავმართოთ ის საუბარი, რაც ჩვენი აზრით უნდა მომხდარიყო მოლაპარაკების დროს და გავარკვიოთ, მართლა რა პოზიციაზეა „ქართული ოცნება“, მათ როგორ წარმოუდგენიათ მიმდინარე პროცესები. ჩვენ ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ არ გვქონდა კომუნიკაცია, რადგან მივიჩნევდით, რომ იყო რაღაც პოლიტიკური შეცდომა და დაამძიმა სიტუაცია. მგონი, ეს უკვე ისედაც ცხადია. ამ ახალ რეალობაში, მათ შორის იქიდან გამომდინარე, ვიცით რა ამ მოლაპარაკების შიგნით რა ხდებოდა, ოპოზიცია როგორ იქცეოდა, თვითონ „ქართული ოცნების“ პოზიციები როგორი იყო იქ გაჟღერებული, აქედან გვინდა, უკეთ გავიგოთ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ამ სიტუაციაში ჩვენი ქცევა როგორი იქნება ოპტიმალური. ჯერ შეიძლება, ნაადრევია მოლაპარაკებებზე საუბარი. ჩვენ გვინდა დავხარჯოთ ეს კვირა იმისთვის, რომ შევაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ. მათ შორის ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გასაგები იყოს, რას ვაკეთებთ და რატომ.

საბოლოო ჯამში, ნორმალური პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება მათ შორის ერთ-ერთი წარმატების ნიშანი ამ მოლაპარაკების. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, იქნება ეს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიების და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკება, ან მაგალითად სხვა დიპლომატების დახმარებით, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.