სანდრო რაქვიაშვილი - ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, გადასაყვანია თუ არა სააკაშვილი რომელიღაც კლინიკაში და არა პოლიტიკოსებმა, პარლამენტარებმა თუ იუსტიციის მინისტრმა
სანდრო რაქვიაშვილი - ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, გადასაყვანია თუ არა სააკაშვილი რომელიღაც კლინიკაში და არა პოლიტიკოსებმა, პარლამენტარებმა თუ იუსტიციის მინისტრმა

პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა მედიცინის საკითხია და არა პოლიტიკური პრობლემა.

მისი თქმით, ექიმების განსახილველია, გადასაყვანია თუ არა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში.

„ჩვენ სუფთა ტექნიკური მედიცინური საკითხი გავხადეთ პოლიტიკურ პრობლემად. სამი კვირაა, ამ პოლიტიკურ პრობლემაში ვცხოვრობთ. მე არ მივიჩნევ, რომ ეს საერთოდ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიების საკითხი, თუ შეიკრიბებიან ექიმები და იტყვიან, რომ გადასაყვანია რომელიღაც კლინიკაში ან რაღაც მკურნალობა აქვს ჩასატარებელი, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა, პარლამენტარებმა თუ იუსტიციის მინისტრმა. იმედია, ასეც იქნება. ვიდრე ეს იქნება პოლიტიკური დისკუსიის, ბრიფინგების და კონფერენციების​საკითხი, მანამდე სულ პრობლემა გვექნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.