სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი მიზანია, ისე გავაძლიეროთ ოპოზიციის პოზიციები, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ის შედგება, იყოს წარმატებული
სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი მიზანია, ისე გავაძლიეროთ ოპოზიციის პოზიციები, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ის შედგება, იყოს წარმატებული

ჩვენი მიზანია, ისე გავაძლიეროთ ოპოზიციის პოზიციები, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ის შედგება, იყოს წარმატებული, მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება, არჩევანი გააკეთოს, რა არის მისთვის უკეთესი.

„ოპოზიციასთან ჩვენ შეხვედრას თავისთავად გავაგრძელებთ, რადგან სხვანაირად არ ხორციელდება მოლაპარაკებები. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვქონდა კომუნიკაცია. არაფერი განსაკუთრებული კომუნიკაცია არ გვქონია ალეკოსთან, ჩვენ გვინდოდა იგივე ურთიერთობა გვქონოდა სტრატეგია აღმაშენებელთან, „ლელოსთან“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ა.შ. ჩვენი მიზანია, ახლა გავაძლიეროთ ოპოზიციის მხარეს რაც ხდება თუ ოპოზიცია არ იქნება ერთიანი, არ იქნება ძლიერი ოპოზიცია, რაზე უნდა ვილაპარაკო“, – განაცხადა რაქვიაშივლმა.