სანდრო რაქვიაშვილი - ჩემთვის დანილოვის განცხადება მორალურად მიუღებელია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ პრობლემები
სანდრო რაქვიაშვილი - ჩემთვის დანილოვის განცხადება მორალურად მიუღებელია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ პრობლემები

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება მიუღებელია.

მისი თქმით, საქართველომ აფხაზეთში ომი არ უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებაში იქნება დარწმუნებული.

„ერთი მხრივ, მესმის, რომ უკრაინაში ახლა მძიმე სიტუაციაა, ბევრი ადამიანი იღუპება და ადამიანებს შეიძლება, უცნაური იდეები მოსდიოდეთ თავში, ლოგიკურად გასაგებია ომის დროს თუ ვიღაც გეხმარება, მათ შორის იარაღით, ეს შეიძლება იყოს, ვინც ომობს იმისთვის კარგი. ჩემთვის ეს მიუღებელი განცხადებაა, მორალურად მიუღებელი, რადგან ჩვენ აფხაზეთში ომი არ უნდა დავიწყოთ მაშინაც კი, თუ ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ გავიმარჯვებთ ამ ომში, რადგან საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ამ ხალხთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან ქვეყანაში და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. ამაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავრობა და ჩვენი მეგობრები თუ ხვდებიან საერთოდ სიტუაციას, რა სიტუაციაში არის საქართველო ასეთ რჩევას არ მოგვცემდნენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.