სანდრო რაქვიაშვილი - ჩემი კოლეგები რომ შიმშილობენ, არ არის კარგი, რადგან ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკური პრობლემების საუბრით მოგვარების კულტურა არ გვაქვს
სანდრო რაქვიაშვილი - ჩემი კოლეგები რომ შიმშილობენ, არ არის კარგი, რადგან ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკური პრობლემების საუბრით მოგვარების კულტურა არ გვაქვს

„გირჩის“ წევრის, სანდროს რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებს არ აქვთ კულტურა, პოლიტიკური პრობლემები საუბრით მოაგვარონ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საჭირო ხდება, რომ პოლიტიკოსებმა რადიკალურ ზომებს მიმართონ.

„ის, რომ ჩემი კოლეგები პარლამენტში და ბევრი სხვა ადამიანი შიმშილობს ზოგადად არ არის კარგი, რადგან მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურა პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საუბრით და ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ პოლიტიკოსები. მიუხედავად იმისა, მომწონს ეს თუ არა და მათ მხარეს ვარ თუ არა, მგონი ეს ისეთი სიტუაციაა, რომელიც არ უნდა ხდებოდეს. იმედია, საბოლოო ჯამში რაღაც დისკუსია დაიწყება, მოგვიწევს ერთმანეთთან სატელევიზიო კომუნიკაცია, შიმშილები და ასე შემდეგ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი