სანდრო რაქვიაშვილი - ბევრ შემთხვევაში, დისკუსია უფრო ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს და ფუნდამენტურ საკითხებს, მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებს არ ვეხებით
სანდრო რაქვიაშვილი - ბევრ შემთხვევაში, დისკუსია უფრო ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს და ფუნდამენტურ საკითხებს, მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებს არ ვეხებით

ბევრ შემთხვევაში, დისკუსია უფრო ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს და ფუნდამენტურ საკითხებს, მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებს არ ვეხებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თმით, მთელი ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ არსებული პრობლემების გარდა, ყურადღება „სამართლიანი არჩევნების“ საკითხზე გადავიტანოთ.

„ბევრ შემთხვევაში, დისკუსია უფრო ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს და ფუნდამენტურ საკითხებს, მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებს არ ვეხებით. გასაგებია, რომ ISFED-ის შემთხვევა არაფერ შუაშია შინაარსობრივ ნაწილთან. როდესაც „ქართული ოცნება“ კოლეგა ოპოზიციონერებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიან, საუბარი იყო, რომ ისინი იმის გამო არ შემოდიოდნენ, რომ „ქართული ოცნების“ განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას არ ეთანხმებოდნენ. ახლა გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებაც“ არ მუშაობს ვიღაცასთან, რადგან არ მოსწონს მისი პოლიტიკური პოზიცია. ეს ალოგიკურია და მიუთითებს იმაზე, რომ მიზეზი არის არა „ისფედი“, არამედ ის, რომ ფოკუსი გაკეთებული იყოს არა პროცესზე, რომელიც ცუდად მიდის, არამედ ამ საკითხზე. არ მგონია, ამ ყველაფერმა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ეს „ქართულ ოცნებას“ ჯერ გამოსდის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.