ალექსანდრე რაქვიაშვილი - არც კი ვიცით, ნიკა მელიას რა უნდა, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, რომ მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და ვერ გამიგია, რაზე საუბრობდა, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - არც კი ვიცით, ნიკა მელიას რა უნდა, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, რომ მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და ვერ გამიგია, რაზე საუბრობდა, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია

ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს. არ მგონია, რომ ასეთი დიდი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ის განსაკუთრებულად ეფექტიანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმოუდგენია.

„ნიკა მელიასთან ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ურთიერთობები გვქონდა. ძალიან ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ეს იქნებოდა მიტინგებზე, თუ პოლიტიკურ პოზიციებზე. ნიკა მელია იმ პოლიტიკოსებს შორის არის, რომლის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. შეიძლება, სხვადასხვა დროს ბევრი ულაპარაკია, მაგრამ არც კი ვიცით, რა უნდა და რა პოზიციებს იკავებს. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი დიდი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ის რაღაც განსაკუთრებულად ეფექტიანია. მესმის, თუ მის პარტიაში უკმაყოფილოები არიან. ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ ნიკა მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოო ჯამში ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა. შეიძლება, ეს ჩემი ბრალია, ან მისი პოზიციის, მაგრამ მისი თანაპარტიელები ბევრად უფრო გასაგებად აყალიბებენ პოზიციებს. ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფს მიმართა: „როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი და ენმ-ის გამარჯვებით მარცხდება ოლიგარქი, ტყვეობიდან თავისუფლდება სააკაშვილი. ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“. მისივე თქმით, არის მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას.