სანდრო რაქვიაშვილი - არც ერთმა პარტიამ არ გაიზიარა ელჩების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ მგონია, რომ თავდასხმა არ ხდება
სანდრო რაქვიაშვილი - არც ერთმა პარტიამ არ გაიზიარა ელჩების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ მგონია, რომ თავდასხმა არ ხდება

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ელჩების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ყველა პარტიამ უარყო.

ელჩების თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ „გირჩი“ არა მხოლოდ ემიჯნება ამას, არამედ მიიჩნევს, რომ საშიშია ასეთი ტიპის დისკუსია.

„საბედნიეროდ, ფაქტობრივად ყველა პარტიის წარმომადგენელმა უარყო, არ გაიზიარა ელჩების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ მგონია, რომ თავდასხმა არ ხდება.

მე მგონი, ცალკეულ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდეთ ნებისმიერი საკითხის მიმართ. ჩვენ არა მხოლოდ არ ვიზიარებთ, არამედ მივიჩნევთ, რომ საშიშია ასეთი ტიპის დისკუსია, მაგრამ ვიმეორებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არ იყო არანაირი ანტიდასავლური კამპანია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.