სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რასაც ნიკა მელია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა ბრუნდება, მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში ის სულ ჩართული იყო
სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რასაც ნიკა მელია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა ბრუნდება, მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში ის სულ ჩართული იყო

„ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია, ბრალდებები, რომელსაც მხარეები ერთმანეთს უყენებენ, იგივე ხარისხისაა, რასაც ისინი „ქართული ოცნების“ მიმართ ამბობენ, – ამის შესახებ გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„საკითხი ისაა, თუ როგორ გაფორმდება ეს – გაფორმდება იმდაგვარად, რომ პარტია მართლა დაიშლება და პოლიტიკაში სხვადასხვა პარტია გაჩნდება თუ პარტიას ვიღაც დატოვებს. შიდა არჩევნების შემდეგ პასუხი ამ კითხვას გაეცემა. კონკრეტული მხარე რას აკეთებს და ვის ხვდება, ეს უფრო შიდა რესურსების გადანაწილებას უკავშირდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ჩართული ჩართული არ იყო.

„არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ჩართული არ იყო. არ მჯერა, რასაც მელია ამბობს, რომ მერაბიშვილი ახლა ბრუნდება. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში მერაბიშვილი სულ ჩართული იყო. არის რეგიონები, სადაც პერსონალურად მას დიდი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს ამ მხარდაჭერის ხარჯზე იღებდა. არ მგონია, რომ ახლა რაღაც ახალი ხდება, უბრალოდ, მერაბიშვილი ამას ღიად აკეთებს. მიკვირს, ხალხი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს და ერთმანეთის მიმართ გაცხარებულ ბრძოლაში გადადიან, აქამდე ერთ პარტიაში როგორ იყვნენ? როგორც ვხედავთ, დაპირისპირებამ სერიოზული მასშტაბები შეიძინა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.