სანდრო რაქვიაშვილი - არ მინახავს არც ერთი ნაბიჯი გადადგმული რევოლუციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ასეთი პოზიციები იყო დაფიქსირებული
სანდრო რაქვიაშვილი - არ მინახავს არც ერთი ნაბიჯი გადადგმული რევოლუციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ასეთი პოზიციები იყო დაფიქსირებული

სიმართლე, რომ ვთქვათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არც კი განიხილავს რევოლუციურ სცენარს, მე არ მინახავს არც ერთი ნაბიჯი გადადგმული რევოლუციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ასეთი პოზიციები იყო დაფიქსირებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას, რომ რევოლუცია იქნება, თუ მიტინგი, მთავარია, როგორი გზით გრძელდება პოლიტიკური ბრძოლა.

„მხოლოდ ერთ რაღაცაში შეგვიძლია დავეთანხმოთ პრემიერ-მინისტრს, რომ ყველასთვის, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა უკეთესი, რომ გვქონოდა სრულფასოვანი პარლამენტი. მეტი დისციპლინა ექნებოდა მთავრობას და ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების გატარება გახდებოდა შესაძლებელი საქართველოში. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დიალოგი გაიმართოს, მე მგონი არის შანსი იმისა, რომ მოლაპარაკება შედგეს და იყოს წარმატებული. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ მართლა გაგვიჩნდება სურვილი, რომ შევთანხმდეთ შემოვიკრიბებით ელჩებთან, შევთანხმდებით, ვიპოვით კომპრომისს. „გირჩის“ სახელით რომ გითხრათ, დაფიქსირებული გვაქვს ღიად პოზიცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩავატაროთ კონსტიტუციური ცვლილებები, მოვხსნათ ბარიერი საპარლამენტო არჩევნებს, მივიღო პროპორციული არჩევნები ადგილობრივ დონეზე, მაგრამ ამაში ჩვენ გვჭირდება კოლეგა ოპოზიციიდან დახმარება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთად, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, რადგან მთავარია, მივიღოთ სრულფასოვანი პარლამენტი, თუმცა გავიმეორებ, რომ დიალოგი მართლა ყოველთვის უკეთესია. დარწმუნებული ვარ, კომპრომისის არეალი ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.