სანდრო რაქვიაშვილი - არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, განსაკუთრებით წარმატებული იყოს
სანდრო რაქვიაშვილი - არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, განსაკუთრებით წარმატებული იყოს

არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია განსაკუთრებით წარმატებული იქნება, რაც ახლა ორგანიზდება, მათ შორის გაურკვეველია იდეა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

ძალიან უცნაურია მოთხოვნები, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ყველამ ვაღიარეთ, მათ შორის მეორე ტური და წალენჯიხაში არჩეული მერი სრულფასოვნად უდგება საქმეს, აპირებს თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამიტომ გაუგებარია, მოთხოვნები საიდან ჩნდება. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ პოლიტიკური აქტია გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციის ორგანიზება რთულია, მაგრამ მაინც. ვინაიდან, იდეა არ არის გასაგები, არ მესმის, ამ ყველაფერს საერთოდ რატომ აკეთებენ და შეიძლება ვცდებოდე“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.