სანდრო რაქვიაშვილი - აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა
სანდრო რაქვიაშვილი - აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა

აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია სააკაშვილის კიევში დაბრუნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, დადგება საკითხი, როცა მიხეილ სააკაშვილს ციხეში დააბრუნებენ.

„გასაგებია, ისევ პოლიტიკური პრობლემა იქნება, მაგრამ ბუნებრივია, ამაზე დისკუსია დაიწყო, რადგან არაფერი ეტყობა სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს, რადგან ეს ზოგადად პოლიტიკური პრობლემაა და პოლიტიკურ პრობლემად დარჩება ახლო მომავალში. მგონი, ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ციხეში იქნება თუ საავადმყოფოში, არამედ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ საერთოდ ეს პრობლემა, პოლიტიკური სპექტაკლი, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ამ თემაზე მაინც ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომელიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა აქციები გამოსავალი, როგორც ამას ოპოზიცია მიიჩნევს, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა.

„აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია მისი კიევში დაბრუნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.