სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას სიებში არსებული გაუგებრობის გამო ვერ დაესწრო
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას სიებში არსებული გაუგებრობის გამო ვერ დაესწრო

„გირჩის“ წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას, რომლიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით გაიმართა, სიებში არსებული გაუგებრობის გამო ვერ დაესწრო.

„პირველ რიგში, გასაგები რომ იყოს, შეხვედრაზე არ დავსწრებულვარ იმიტომ, რომ რაღაც გაუგებრობაა სიებში. ფორსმაჟორში დაინიშნა. ერთი მხრივ, დამირეკეს ადმინისტრაციიდან, მოვედი და ამ სიაში არ ვიყავი. შევედი, დაველაპარაკე იქ ელჩის წარმომადგენელს და რომ მივხვდი, რაღაც გაუგებრობაა, გამოვედი. მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რადგანაც ზურა არის, ეტყობა, ჩათვალეს, რომ „გირჩიდან“ ზურა არის. რა იყო შეხვედრაზე, ვერ გეტყვით, სამწუხაროდ. ზოგადად მოლოდინები პოზიტიური მაქვს. ნებისმიერი ასეთი შეხვედრა რაღაც ბიძგს მისცემს მხარეებს, რომ მოლაპარაკებამ წინ წაიწიოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.