სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

„სან ანტონიო სპურსი“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონს, „დენვერ ნაგეტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 105:110 დამარცხდა.

„სპურსის“ შემადგენლობაში ნაყოფიერად ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.

მატჩი კი დენვერელმა „ჯოკერმა“, ნიკოლა იოკიჩმა მოიგო – 42 ქულა, 16 მოხსნა.