სანდრო მამუკელაშვილმა „შარლოტ ჰორნეთსთან“ 13 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“. კანადელები ნიუ ორლეანს ესტუმრნენ და „ჰორნეთსთან“ 111:118 დათმეს.

სანდრო თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 2-დან 1 სამქულიანი, 8-დან 4 ორიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 3 მოხსნა.

მისმა თანაგუნდელმა სკოტი ბარნსმა 30 ქულა ჩააგდო, შარლოტელთა გამარჯვება მაილს ბრიჯსმა განაპირობა, რომელმაც 35 ქულას მოუყარა თავი.

„ტორონტოს“ 20 მატჩიდან 14 აქვს მოგებული და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს ნიუ იორკში „ნიქსთან“ გამართავს.