სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი 18 ქულითა და გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელმაც „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და 123:95 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. სანდრო ახლოს იყო მორიგ ორმაგ დუბლთან –  მან 18 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბედი პირველ ნახევარში გადაწყდა, როცა „სან ანტონიო“ წინ 23 ქულით გავიდა. „დეტროიტის“ შემადგენლობაში საუკეთესო ჯეიმს ვაისმენი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

საერთო ჯამში, მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ 9.4 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 3.8 ქულას, 3.1 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.

„სპურსმა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა – 82 მატჩიდან 22 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ აჯობა.