ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაიწყო საპლეიოფო სერიები. პირველი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“, რომელიც „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 113:126 დამარცხდა.
კლივლენდელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა (22 ქულა, 10 პასი), ხოლო დონოვან მიჩელმა 32 ქულა ჩააგდო.
„ტორონტოს“ ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა 20 წუთში 3 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
„კლივლენდი“-„ტორონტოს“ მომდევნო მატჩი 21 აპრილს გაიმართება. სერია ოთხ მოგებამდეა.