სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში 34 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს ძალიან მცირე სათამაში დროს აძლევს. ასეთ სიტუაციაში კი კალათბურთელებს სათამაშო პრაქტიკისთვის NBA-ის განვითარების ლიგაში უშვებენ. „სპურსის“ ფარმკლუბი „ოსტინია“, რომელმაც ბოლო მატჩში „ტეხასი“ 124:122 დაამარცხა.

ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. მამუკელაშვილმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 22 მოხსნა. სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

34 ქულა (13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 22 მოხსნა (6 შეტევაში, 16 დაცვაში), 4 პასი, 2 დაფარება.

„ოსტინს“ 27 ქულა ბლეიქ ვესლიმ შეაშველა, ხოლო 26 – დომინიკ ბარლოუმ.

5 მოგებითა და 6 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი სამხრეთის დივიზიონში მე-6 ადგილზეა.