სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ახალი სეზონი „გოლდენ სტეიტთან“ მოგებით დაიწყო #1TVSPORT

09:08, 22.10.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად ახალი საკალათბურთო სეზონი გახსნა ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა. მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ უმასპინძლა და 127:105 გაიმარჯვა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ლუკა დონჩიჩის თაოსნობით ლეიკერსელებმა მესამე პერიოდში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს – თორმეტწუთეული 36:16 მოიგეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.

დონჩიჩმა მატჩი 28 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.

სანდრო მამუკელაშვილმა 5 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 24 ოქტომბერს თანაქალაქელ „კლიპერსთან“ ჩაატარებს.

მსგავსი