სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსთან“ ერთად სეზონი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT

08:58, 06.10.2026

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა. მან „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ეს იყო NBA-ის წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ, რომელიც ლეიკერსელთა გამარჯვებით, 127:103 დასრულდა.

მამუ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 წუთი ითამაშა და ეს დრო უქმად არ დაუკარგავს: 8 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა. მის ანგარიშზე 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანია.

„ლეიკერსის“ ბომბარდირი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

მამუკელაშვილის ახალი გუნდი მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი