სანდრო მამუკელაშვილმა „დეტროიტთან“ 11 ქულა ჩააგდო, გოგა ბითაძემ შარლოტში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
წარმატებული გასვლითი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელიც შარლოტს ესტუმრა და „ჰორნეტსი“ 111:104 დაამარცხა.
გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის კარგმა თამაშმა. პირველმა 32 ქულა ჩააგდო, მეორემ – 26. გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 22 წუთი, 2 ქულა (2/1 ორქულიანი), 9 მოხსნა, 2 პასი.
35 მოგებით (38 წაგება) „ორლანდო“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა.

დასავლეთ კონფერენციაში აუსტაიდერთა შორისაა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ 96:122 დათმო.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17 წუთი ითამაშა, 11 ქულა (4/3 სამქულიანი, 2/1 ორიანი), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
მის გუნდში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჰქონდა დევინ ვესელს.