სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის დუელი NBA-ში #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის დუელი NBA-ში #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ტორონტოში ორი ქართველი კალათბურთელი დაუპირისპირდა ერთმანეთს. სანდრო მამუკელაშვილის „რეპტორსმა“ გოგა ბითაძის „მეჯიქს“ უმასპინძლა და 139:87 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მამუკელაშვილი გახდა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. როდესაც ის მოედანზე იყო, „ტორონტო“ +47 ქულით დაწინაურდა, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია.

გოგა ბითაძეს მწვრთნელმა 10 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 6 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

„რეპტორსს“ 42 მოგება, 32 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. „ორლანდო“ 39 მოგებითა და 35 წაგებით მერვეა.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 1 აპრილს სტუმრად „დეტროიტთან“ გამართავს, ბითაძის „ორლანდო“ კი იმავე დღეს „ფინიქსს“ უმასპინძლებს.