სანდრო მამუკელაშვილის სარეკორდო მაჩვენებელი „ლეიკერსში“ – 19 ქულა 21 წუთში #1TVSPORT

09:24, 09.10.2026

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 19 ქულა შესძინა. ეს მისი სარეკორდო მაჩვენებელია კალიფორნიულ გუნდში გადასვლის შემდეგ.

„ლეიკერსმა“ კი „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და 114:110 დაამარცხა.

სანდროს სრული სტატისტიკა: 21 წუთი, 6-დან 3 სამქულიანი, 4-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 19 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

…თუმცა მატჩის ბომბარდირობისთვის სანდროს ეს მაჩვენებელი არ ეყო, მასზე მეტი თანაგუნდელმა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო – 23 ქულა (25 წუთში).

„ლეიკერსი“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 14 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი