სანდრო მამუკელაშვილის სამი სამქულიანი „შარლოტთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა. „სან ანტონიო სპურსმა“, რომელშიც მამუკელაშვილი გამოდის „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და ქულაუხვ მატჩში 134:145 დამარცხდა. ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მინესოტასთან“ სტუმრად დათმო – 111:118.

შარლოტთან“ მატჩი მამუსთვის ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი სტატისტიკა: 17 წუთი, 13 ქულა (7/3 სამქულიანი, 5/2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი.

„ორლანდოს“ მწვრთნელმა ბითაძე „მინესოტასთან“ მხოლოდ 6 წუთი ათამაშა. ამ დროში ქართველმა თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა-დაფარება მოასწრო.

„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 16 მარტს სტუმრად კლივლენდში გამართავს, ხოლო „სპურსი“ ასევე 16-ში „ნიუ ორლეანსს“ უმასპინძლებს.