ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთის ტურნეს განაგრძობს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“. ჩიკაგოს შემდეგ ტეხასელები მილუოკის ესტუმრნენ და „ბაქსთან“ 105:121 დამარცხდნენ.
„სპურსის“ ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ მოკრძალებული ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 10 მოხსნა. კელდონ ჯონსონმა 24 ქულას მოუყარა თავი, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„მილუოკის“ ლიდერმა, იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა.
„სან ანტონიოს“ 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს „ლეიკერსთან“ ჩაატარებს.