სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და გამარჯვება „ტორონტოსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მან „ტორონტო რეპტორსთან“ 16 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

სანდროს „სან ანტონიომ“ კი დამაჯერებლად დაამარცხა კანადური გუნდი – 123:89.

25 ქულით მატჩის ბომბარდირი სანანტონიოელი დარიუს ვესელი გახდა.

„სპურსს“ 31 მოგება, 39 წაგება აქვს, დასავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და სამი მოგებით ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ „დალასს“. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 26 მარტს დეტროიტში გამართავს.