სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა ჰიუსტონთან - „სან ანტონიო“ სტუმრად „როკეტსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“. ამჯერად მან სტუმრად „ჰიუსტონთან“ წააგო. თუმცა ამ სეზონში მთავარ მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს ჩემპიონობა სულაც არ აინტერესებს. იგი გუნდის პროგრესზეა ორიენტირებული და მოთამაშეთა განვითარებაზე უფრო ზრუნავს.
ვიქტორ ვემბანიამას არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო გაეზარდა: მან „ჰიუსტონთან“ 20 წუთი ითამაშა, 8-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 12 ქულას 4 მოხსნა და 3 პასი მიამატა.
საინტერესოა, რომ სასტარტოებიდან მასზე მეტი ქულა არავის ჰქონდა, სათადარიგოებმა კელდონ ჯონსონმა და სტეფონ ქესთლმა კი 22-22 ქულა ჩააგდეს.
„სპურსი“ მომდევნო მატჩს ისევ სტუმრად, „მემფისთან“ გამართავს.