სანდრო მამუკელაშვილი - ვემბანიამა პირველად რომ ვნახე, ანტეტოკუნმპო გამახსენდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - ვემბანიამა პირველად რომ ვნახე, ანტეტოკუნმპო გამახსენდა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის წინასასეზონო მზადების პროცესში მესამე მატჩი „ჰიუსტონთან“ გამართა. მისი გუნდი 89:99 დამარცხდა. მამუმ 9 წუთში 1 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 3 ქულით დაასრულა.

გასახდელში, ამერიკელ ჟურნალისტებთან მან მზადებისა და ახალი თანაკლუბელის, ვემბანიამას შესახებ ისაუბრა.

 

მზადება

„ეს ჩემი პირველი წინასასეზონო მომზადებაა „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად. ძალიან მომწონს, როგორ ვმუშაობთ. „მილუოკიში“ ცოტა სხვაგვარად იყო, რადგან იქ მეტი გამოცდილი მოთამაშე გვყავდა. აქ ძირითადად ახალგაზრდები ვართ და მეტი დრო ეთმობა კონდიციებში შესვლას, გაცილებით მეტს დავრბივართ. სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარად გვიხსნის. ბევრს ვსწავლობ და სიამოვნებას ვიღებ“.

 

ვემბანიამა

ვემბანიამა პირველად რომ ვნახე, ანტეტოკუნმპო გამახსენდა. მასაც ყველაფერი შეუძლია, თუმცა იანისზე მაღალია. ძალიან სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება და მასთან ერთად თამაში. დიდი მომავალი აქვს“.