სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სლოვენიაში ჩავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სლოვენიაში ჩავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები სლოვენიის საკურორტო ქალაქ როლგაში ემზადება ევრობასკეტისთვის. გუნდი ჯერ სრული შემადგენლობით ვერ ვარჯიშობს. გოგა ბითაძე ამერიკაშია და იქ გადის მუხლზე გამოკვლევას.

მეორე ქართველი NBA-ელი სანდრო მამუკელაშვილი უკვე სლოვენიაშია, გუნდს შეუერთდა და 4 აგვისტოდან შეუდგება ვარჯიშს.

„NBA-ის რეგულაციებით ნაკრებში ვარჯიშის უფლება 4 აგვისტომდე არ მაქვს, მაგრამ მინდოდა ბიჭებთან ვყოფილიყავი და ნაკრებს როგლაში შევუერთდი. ჩამოვიყვანე ჩემი მწვრთნელი, რომელთან ერთადაც ინდივიდუალურად ვივარჯიშებ”, – განაცხადა სანდრომ.

საქართველოს ნაკრები პირველ საკონტროლო შეხვედრას უნგრეთის ქალაქ კჩკემეტში 5 აგვისტოს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 24 და 27 აგვისტოს ელის, ხოლო 1 სექტემბერს ევროპის ჩემპიოანატი დაიწყება.