სანდრო მამუკელაშვილი - გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ თავი არ უნდა დავხაროთ, ავსტრალიასთან ჩვენი ძალის დასამტკიცებლად გამოვალთ #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ თავი არ უნდა დავხაროთ, ავსტრალიასთან ჩვენი ძალის დასამტკიცებლად გამოვალთ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გერმანიასთან მარცხის შემდეგ თამაში შეაფასა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც მატჩში 19 ქულა ჩააგდო.

„საწყისი ორი პერიოდი კარგად ვითამაშეთ. მესამეში შეცდომები გაგვეპარა, გერმანიამ არ გვაპატია და რამდენიმე სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ კი თამაშის გამოსწორება ვეღარ შევძელით. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ თავის დახრას აზრი არ აქვს. წინ კიდევ თამაშია ავსტრალიასთან. გამოვალთ ჩვენი ძალის დასამტკიცებლად.

დიდი ტურნირია, თამაშიდან თამაშამდე კი ცოტა დროა, თუმცა ექიმების  კარგი გუნდი გვყავს და მაქსიმალურად აღვიდგენთ ძალებს. თამაშისთვის სათანადოდ მზად ვიქნებით“.